ევროპა საპროტესტო მანიფესტაციებმა მოიცვა. აგერ უკვე მეორე დღეა რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში პროტესტი თავისი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფორმით მძინვარებს- ბელგიის, საბერძნეთის და ესპანეთის მუშათა კლასი პროფკავშირებთან ერთად უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების და ხელფასის შემცირებას. მთავრობის წარმომადგენლები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ეს იქნება მოკლე ვადიანი თუმცა საკმაოდ ეფექტური სვლა მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. რადიკალურად განსხავავებული აზრი აქვთ მომიტინგეებს, ისინი თვლიან რომ ეს დამანგრევლად იმოქმედებს მუშათა კლასზე და მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლას თხოვენ.